Digest Logo

მთავრობის მეთაური: სწავლა უნდა აღდგეს!

1600929872
პრემიერის გადაწყვეტილება სწავლის დაწყებაზე

საქართველოს პრემიერი-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აუდიტორიული სწავლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

„მარტში კორონავირუსზე კვლევას მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია ატარებდა. დღეს ასეთი ლაბორატორია ქვეყანაში არის 22. მაშინ დღიურად დაახლოებით 200-მდე ტესტი კეთდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 9000-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, კროონავირუსის გამო ქვეყანაში სისტემური შეზღუდვები აღარ დაწესდება.

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევბის მატების გამო საქართველოს 5 დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურად განახლდა.