Digest Logo

მთელი წარსული და მომავლის დიდი ნაწილი წავაგეთ - კეკელიძე

1605208669
კეკელიძე მატჩზე

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩის შედეგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევლოპის ჩემპიონატზე გამსვლელი გუნდი ასეთ თამაშს არ უნდა სთავაზობდეს მაყურებელს.

„ის რომ წაგება და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ძმები არიან, მით უფრო გადამწყვეტ წუთას ხდებიან ახლო ნათესავები - ახალი ამბავი ვერ არის. ნუ დავაბრალებთ მხოლოდ ფეხბურთელების ტრავმებს, ნურც ცარიელ სტადიონს. ფეხბურთის ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, ასეთ მეორე ტაიმს არ უნდა გვაჩვენებდეს. არ მიყვარს წაგებულზე ნიშნის მოგებით საუბარი, უბრალოდ ახლა, მხოლოდ ეს თამაში კი არა, მთელი წარსული და მომავლის დიდი ნაწილი წავაგეთ“- წერს კეკელიძე.