Digest Logo

🎥 ნახევარი ორგანოები არ მაქვს – არსენ გვენეტაძის აქამდე უცნობი ამბავი

1624350965
არსენ გვენეტაძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმები“ ახალი გუნდით პირველად ეთერში, 14 ივნისს გავიდა. 23 ივნისს, საღამოს 10 საათზე, გადაცემაში სიმსივნისგან გადარჩენილი ადამიანები – ექიმი არსენ გვენეტაძე და მსახიობი გიორგი მახარაძე ისაუბრებენ.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი; ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე, გადაცემაში „ექიმები“, მტკივნეულ და უმძიმეს წლებზე, გულახდილად საუბრობს და აცხადებს, რომ კიბოს გადატანამ ბედნიერების, წუთის და წამის აღქმა, საკუთარ თავში აპოვნინა.