„მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს.
გიორგობიანის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
„მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ!
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ მსგავს ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - აცხადებს ნინო გიორგობიანი.