„როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ბირთვის მკვრელი, ბენიკ აბრამიანი ტოკიოს ოლიმპიადას დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო გამოტოვებს.
გამოცემის ცნობით, მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი დაუფიქსირდა. აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს.
36 წლის სპორტსმენს ასპარეზობა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა დაეწყო.
ეს არის მეორე ანტიდოპინგური წესის დარღვევა ამ თამაშებზე. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ ნიგერიელ ბლესინგ ოკაგბარეს აღმოუჩინეს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები.
წყარო: pia.ge