თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისში ავსტრალიელი ტურისტის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
„უბედურება გრძელდება. ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს მოკლეს და გადაჩეხეს. რა თქმა უნდა იქნება გამოძიება. ალბათ დამნაშავესაც მალე ვიპოვით. იქნება საყოველთაო და სამართლიანი რისხვა. მაგრამ ახლაც და მერეც უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა. ეს დღე არ იყო ერთჯერადი. ხუთში ივანიშვილის ღარიბაშვილმა სახელმწიფოს სახელით წაახალისა ყველაზე ბნელი ინსტინქტები და დაუსჯელობა. ხუთში ზემოდან მოსაყდრე შიომ ეს ყველაფერი დალოცა. ეს აპოკალიპტური მხეცი დარბის ქვეყანაში და ის არავის დაინდობს. ოცნებაა ამ ჯოჯოხეთის შემოქმედი
პოლონელი ტურისტი, გერმანელი დიჯეი, ავსტრალიელი მასწავლებელი, სამ კვირაში!“ - წერს უგულავა.