გურიაში შემთხვევით 16 წლის მოზარდი დაჭრეს. „კურიერის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი პნევმატურ იარაღს ამოწმებდა, რა დროსაც საფანტი შემთხვევით გავარდა. მას ჭრილობები ყელის არეში აქვს.
ინციდენტის დეტალებს ახალგაზრდა კაცის ბებია „რუსთავი 2“-თან იხსენებს. ამბობს, რომ მეგობრები სახლში გუშინ, დღის მეორე ნახევარში, მოტოციკლის შესაკეთებლად შეიკრიბნენ, სწორედ ავტოფარეხში დაიჭრა 16 წლის არასრუწლოვანიც, მაგრამ ის საავადმყოფოში ისე გადაიყვანეს, რომ ბებიამ ვერაფერი შენიშნა.
დაჭრილი მოზარდი, მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიებას შსს 118–ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: rustavi2.ge