Digest Logo

რამდენ ლარს გადაგიხდიან თუ კოვიდკლინიკაში დასაქმდებით?

1629301634
ფული დახმარება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედპერსონალის ანაზღაურება კოვიდის წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

მისივე თქმით, განიხილება დანამატების საკითხიც.

„არის დადგენილება, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ არის გამოცემული, რომელიც უზრუნველყოფს და განსაზღვრავს საექიმო პერსონალის და ასევე საექთნო პერსონალის და ზოგადად, კლინიკებში დასაქმებული ყველა ადამიანის სახელფასო ანაზღაურებას.

გამოიკვეთა, რომ:

ერთი ექთნის ხელფასი დღესდღეობით არის 1400-დან 1600 ლარამდე, ვინც დასაქმებულია კოვიდკლინიკებში.

სანიტრების ხელფასი არის 600-დან 800 ლარამდე.

ექიმების ხელფასი აღემატება 5 000-ს ლარს.

იმ გარემოებების გათვალისწინებით თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ანაზღაურება, თუმცა ასევე, შეიძლება, განვიხილოთ დანამატების კიდევ ზრდა და მენეჯმენტის გამართვა”, – განაცხადა ტიკარაძემ.