აღმოჩენილია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების რუსული პასპორტები. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.
ის დღეს, შაბათის ეთერში დეტალურად მოგვიყვება, რატომ სარგებლობს ოლიგარქის ვაჟი რუსული პასპორტით.
მანამდე კი ჩვენ ყველა იმ ნაკლკებად გახმაურებულ ამბავს მოგიყვებით, რაც ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის შესახებ აქამდე თქმულა.
⚪ 2015 წლიდან უტა „ქართუ ბანკის“ 100%-იანი წილის მფლობელია. ამას კომპანიის დოკუმენტები მოწმობს. შეგახსენებთ, რომ ბანკი ბიძნამ 1996 წელს დააარსა.
⚪ „უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდსა და მომდევნო წლებშიც აქტიურობდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ თავად საქართველოდან წასვლას აპირებდა და მისი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ ყოფილა, თუმცა ივანიშვილის თქმით, უფროსმა ვაჟმა მას უთხრა, "თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს ადგილი მიუჩინა," - განმარტავდა ბიძინა ივანიშვილი და მის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ უფროსი ვაჟის ზეგავლენას ასახელებდა“, - ვკითხულობთ ინტერნეტსივრცეში.
⚪ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს: "შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას - ეს ცალკე საკითხია". იმავე ინტერვიუში ვკითხულობთ: "ჩემს შვილებს, ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. უტა მყავს 19 წლის, ბერა - 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის - ცოტნე. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში." როგორც ამბობენ, უტა გამორჩეულად ზრდილი, გონიერი და განათლებული ბიჭია.
დავით აბესაძე, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი: - მართალია, უტასთან არასდროს მისაუბრია მის გატაცებებსა და ჩვევებზე - იგი ჩემს შვილებზე უმცროსია, მაგრამ შემიმჩნევია, რომ ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭია. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიური წიგნები მოსწონს. ძალიან ბევრს მეცადინეობს და კარგი მეგობარია. სპორტის რომელიმე სახეობაში სერიოზულად თუ ვარჯიშობს, არ ვიცი, მაგრამ მინახავს, სიამოვნებით რომ უყურებს ფეხბურთს, რაგბის და ძალიან კარგად ცურავს. უტა გულადი ბიჭი და კარგი სამეგობრო კაცია!
⚪აგრეთვე წაიკითხეთ: