Digest Logo

„რატომ მიღებდით საძინებელში?“ - გრიგოლიას კითხვა სააკაშვილს

1631082027
სააკაშვილი

ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „პირველის“  ეთერში სტუმარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პირადი ცოხვრების ამსახველი კადრების შესახებ ჰკითხა.

როგორც გახსოვთ, წლების წინ, ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაშუქებით აშანტაჟებდნენ.

ამიტომ, გრიგოლიამ სააკაშვილს ჰკითხა თუ რატომ უღებდნენ მას საძინებელში?

„ჩემ ცხოვრებაში არსებობს ყველაზე ტრაგიკული ამბავი, რომელმაც მთლიანად თავდაყირა დააყენა ჩემი ფსიქიკაც, ჩემი მდგომარეობაც, ჩემი ყველაფერი – ეს იყო როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული თქვენი ხელისუფლების დროს.

მე მინდა გკითხოთ ბატონო მიშა… სულ ვამბობდი, სადაც ვნახავ სააკაშვილს, ეთერში თუ ეთერს მიღმა - ეს კითხვა უნდა დავუსვა-მეთქი. რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში? რომელი საქართველოს ჯაშუში და მტერი იყო ინგა გრიგოლია? საძინებელში კამერებს მიმონტაჟებდნენ, რომელიც მერე ოცნებამ გამოიყენა ჩემს დასაშანტაჟებლად”,- ჰკითხა გრიგოლიამ სააკაშვილს.

სააკაშვილის მტკიცებით, კი მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების შესახებ ბრძანება არ გაუცია თუ ვინმე მის ბრძანებას არ დაემორჩილა, ის უნდა დაისაჯოს.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველას ჰქონდა მითითება პრესსამსახურის წარმომადგენლების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ, თუ ვიღაცამ ეს დაარღვია იმ ადამიანს აქვს თავი მოსაჭრელი.

თავი აქვს მოსაძრობი იმ ადამიანს ვინც ეს დაარღვია. ამაში აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს აღშფოთებას. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი.

ვიღაც ნაძირალებმა ეს გააკეთეს და მერე ოცნებამ გამოიყენა. ჩემ დროს ამას ვერავინ ვერ გამოიყენებდა. რომ გამეგო იქვე დავსჯიდი იმ ადამიანს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი