„მის საქართველო 2011“-ს, ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებას ასზოგადოება 2011 წლიდან ადევნებს თვალს, თუმცა მის შესახებ მაინც ცოტა ვიცით, ინტერესი კი არ ნელდება. დღეს დაიჯესტი მის შესახებ გიამბობთ.
ბავშვობა
ჯანეტი, როგორც თავად ჰყვება, ძალიან დამჯერი და კეთილი ბავშვი იყო, ცელქობა არ უყვარდა.
„პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი ძმა მყავდა და მასზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავდი. თუმცა, ზოგჯერ მასაც ვაბრაზებდი. მახსოვს, ჩემს ძმას 3-ბორბლიანი ველოსიპედი უყიდეს. ძალიან მინდოდა ამ ველოსიპედით გასეირნება და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი ვითამაშოთ, ვითომ შენ ხარ პოლიციელი, მე კი მანქანის მძღოლი. შენ იდექი და გამაჩერე-მეთქი. აი, ესე უნამუსოდ ვატყუებდი“.
მან ბავშვობა თბილისსა და პეტერბურგს შორის გაატარა. მამის ინიციატივით, ჯანეტი სკოლაში თბილისში შეიყვანეს, რადგან მამას სურდა, რომ ქართული კარგად სცნოდნოდა და როგროც ჯანეტი იხსენებს, 3 თვეში ქართულად შესანიშნავად ალაპაკრაკდა.
„მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან - პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი“- იხსენებს ჯანეტი ერთ-ერთი ინტერვიუში.
მშობლები
ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც.
წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.
ჯანეტის დედა, ემა ხაჟომია შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს.
ჯანეტის სიმპათიურ და მოსიყვარულე ძმა, ჯეკო ქერდიყოშვილია.
ჯეკო დაზე უმცროსია. როგორც ხედავთ, გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს, დის მსგავსად, გამოირჩევა და დიდი გეგმები აქვს. ჯანეტმა ერთ-ერთ წელს დაბადების დღის მილოცვისას ძმას „მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა.
View this post on Instagram
ტრაგედია
ახალაგაზრდა მოდელი გულით უმძიმეს ტრაგედიას ატარებს, მას პატარა და ჰყავს დაღუპული.
ჯანეტი სახლში ძმასთან ერთად იყო, როცა მისი ძმა მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, რა დროსაც კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.
„დიდი ბედნიერების შემდეგ თავს ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ „მის მსოფლიოს” კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს,ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც „მის საქართველო” ეწერა. ამბობდა:,,მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, „მის საქართველო”. მეკითხებოდა, ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო. მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია…
დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი დაიკო ჩემ გვერდით აღარაა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ ანეტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო, იმ ბავშვის მარტო დატოვება არ შეიძლებოდაო. ეს აბსურდია. ანეტა ერთ-ერთ ქართულ სკოლაში დადიოდა! ალბათ ჭორი იმიტომ გავრცელდა, რომ ქართულად ლაპარაკი უჭირდა…“- ამბობს ჯანეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.
კარიერა
ჯანეტ ქერდიყოშვილი 2011 წელს „მის საქართველო“ გახდა. მაშინ 19 წლის იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მესამე კურსზე სწავლობდა. თუმცა კონკურსზე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტიკასთან კავშირი აღარ ჰქონია და სამოდელო სფეროში გადავიდა.
„მახსოვს, როგორც კი გავიმარჯვე, ვთქვი, - დღეიდან ჩემი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსება-მეთქი. ხალხისგან დიდი სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი“- იხსენებს მოდელი.
ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ წავიდა.თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში.
ქორწინება და დედობა
„ვინ იფიქრებდა მაშინ, როდესაც ორი დღით ჩამოსულს, თბილისში მომანდომებდი დარჩენას და ერთ თვეში უკვე ჩემს მეუღლედ მეგულებოდი, არარეალური და მხიარული ამბავი“- წერდა ჯანეტი ქერდიყოშვილი.
ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო” 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ, მანამდე, ნოესა და მარიშკა ჯავახაძის რომანტიკულ ურთიერთობაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.
წყვილის ქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ნოე და ჯანეტი ერთად ქორწინებამდე არ აღმოჩენილა, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ, წყვილის მიმართ ყურადღება მეტად გაიზარდა.
წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადეს.
ჯანეტმა და ნოემ ქორწილისთვის რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგეს. ჯვრისწერის ცერემონიალზე ტრადიციული სამოსით გამოჩნდნენ, ნოე თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ჯანეტს კი ძალიან დახვეწილი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე გვირგვინი ეკეთა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე 2020 წლის 27 იანვარს მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ანნა დაარქვეს.
ცნობილი წყვილი, დღემდე ჰარმონულ ურთიერთობაში აგრძელებს თანაცხოვრებას.
View this post on Instagram
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე
ღალატის გამო დანგრეული ოჯახები