Digest Logo

რესურსები არ არის დაუსრულებელი, მოგვეთხოვება მაღალი შეგნება - მინისტრი

1604658327
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს დაწესებული წესების დაცვა სთხოვა.

მისი თქმით, თუ ადამიანები დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, პანდემიას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა შეზღუდვების გარეშე გადაიტანს.

ტიკარაძე ამბობს, რომ თუკი საზოგადოება არ დაემორჩილება მოწოდებებს, სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციების გატარება მოუწევს.

„რესურსები არ არის დაუსრულებელი, ყველა რესურს აქვს ზღავრი. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსის შესაძლებლობა და მოგვეთხოვება მაღალი თვითშეგნება, საზოგადოებრივი შეგნებას თუ გამოვიჩენთ ყველანაირი შეზღუდვების გარეშე დავძლევთ, ამ პრობლემას. თუ არ იქნება საზოგადოებრივი მზაობა სახელმწიფოს მოუწევს შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფექციის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებვერვალს გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?

პანდემია ძალებს იკრებს - გამყრელიძე გვაფრთხილებს

4 პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, მალე მაღაზიებიდან გაქრეს