ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია. მათ შორის "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო" და სხვა.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დააარსა მარიონეტების თეატრი. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.