თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად „რიონის ხეობის“ მცველები მოდიან. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მარიტა მუსელიანის თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს.
მისივე თქმით, აქციაზე მოდიან მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.
„დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ [თბილისში] და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც [ასათიანიც]. ვიცი, რომ წამოსვლას აპირებდა.
პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება…“, – ამბობს ის.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ემიჯნებიან ძალადობრივ ქმედებებს. ისინი აპირებენ, რომ დაესწრონ პარაკლისს.
„ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით, მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე“, – ამბობს მუსელიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„შსს, შენ იყო არარაობა და ჩმორი, თუ ეგ ბანჯგვლიანი არ დაიჭირო“ – ნინო ჯანგირაშვილი
VIDEO: ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეაფურთხა
წყარო: publika.ge