ვარლამ გოლეთიანმა 5 ივლისს თბილისში მედიაზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გუშინ ფეისბუკ ლაივის დროს შეაფასა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ჩართულია პროცესებში, ხედავს საზოგადოების აგრესიას მედიის წინააღმდეგ.
„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით კონფლიქტის მოგვარებას. ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, ამ სივრცის დალაგებას და ჩვენ ეს მოვახერხეთ",- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ის ასევე ამბობს, რომ თბილისში, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, საფრთხე რიონის ხეობაშიც შეიქმნა და „რიონის ხეობის მცველებს“ თავიდან უწევთ მედიასთან ურთიერთობის დალაგება.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
„როცა დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ ტყეში გავიქეცი... შემდეგ სროლა დამიწყეს"- ზაზა გახელაძე
„ხომ დაგანახვეთ, რომელი ვაქცინა უნდა მოსახლეობას...ახლა მიხედეთ საქმეს" - თიკა ფაცაცია