Digest Logo

საახალწლო ღონისძიება „ითოვლისბაბუე“ - მიუსაფარი ბავშვების მხარდასაჭერად

1640938125
ითოვლისბაბუე

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისათვის თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საახალწლო ღონისძიებები გამართა.  ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საახალწლო ღონისძიება „ითოვლისბაბუე“ ყოველწლიურად მიუსაფარი ბავშვებისთვის იმართება, ღონისძიებაში მონაწილეობენ მსახიობები (თოვლის ბაბუა და ფიფქია). ხოლო საახალწლო სურვილების ასრულებაში თოვლის ბაბუასთან ერთად თანატოლი მოზარდები და ორგანიზაციის სპეციალისტები ერთვებიან. ღონისძიება ორგანიზაციის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს, რისთვისაც მათ CDSC-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის!

ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ხუთ წელზე მეტია ახორციელებს და მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებას, აკადემიური და სასიცოცხლო უნარების მიმართულებით.

ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ იმ ბავშვებთან, რომლებიც არ ირიცხებიან სკოლაში ან ირიცხებიან, მაგრამ აქვთ სწავლისა და თანატოლებთან ინტეგრაციის პრობლემები, CDSC მიმდინარე პროექტის მეშვეობით, ხელს უწყობს მათ სასკოლო სივრცეში თუ საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.