Digest Logo

„საბედნიეროდ, კობახიძე ფეხით არ დადის, თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა, თავისი გრძელი თმების გამო“ - ვაჟა გაფრინდაშვილი

1625592581
ვაჟა გაფრინდაშვილი და კობახიძე

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო მდუმარე აქციას - „თავისუფლებისთვის" შეუერთდა.

ვაჟა ექიმი სოლიდარობას უცხადებს სიძულვილის ჯგუფების მიერ დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.

„მე ვითხოვ კანონის დაცვას. მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. თუ კანონით არ არის აკრძალული, მე ყველაფრის უფლება მაქვს.

ყველა დამნაშავე უნდა იყოს დაკავებული. ადამიანს ქუჩაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს ჩაცმულობისა და იერის გამო. საბედნიეროდ კობახიძე ფეხით არ დადის თორემ მასაც დიდი საფრთხე შეექმნებოდა თავისი გრძელი თმების გამო," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე სიძულვილის ჯგუფები.