Digest Logo

საქართველოში მოკლული ავსტრალიელი ქალის ძმა ჩამოვიდა

1627909359
შანაი ბრუკი

მთაწმინდაზე მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის ძმა საქართველოში ჩამოვიდა. ის მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით მძიმე ემოციური ფონის გამო ვერ აკეთებს. პარალელურად საგამოძიებო უწყებაში ბრუკის მეგობრების  გამოკითხვები გრძელდება. 

„გუშინ ვიყავი გამოკითხვაზე, დამისვეს კითხვები შანაიზე, სად და როგორ გადაადგილდებოდა, ბოლოს როდის ვნახე და რა ინფორმაციას ვფლობდი. მანახვეს ფოტო მამაკაცის, რომელიც არასდსროს მინახავს. არ ვიცი ეს ფოტო რის საფუძველზე შეადგინეს. შანაის მშობლები ვერ ჩამოდიან საქართველოში, თუმცა ჩამოვიდა მისი ძმა. მისი ემოციური ფონიდან გამომდინარე ჯერჯერობით მასთან კომუნიკაცია არც მეგობრებს გვაქვს", - ამბობს ბრუკის მეგობარი.

წყარო: tvpirveli.ge