Digest Logo

საპატრიარქო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1624984214
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო "თბი­ლი­სი-პრა­იდ­თან” და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„დაიჯესტი“ საპატრიარქოს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„რო­გორც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი",თბი­ლი­სი-პრა­ი­დის” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ა.წ. 1-5 ივ­ლისს გეგ­მა­ვენ აქ­ტი­ვო­ბებს;

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­ცხა­დებთ:

და­გეგ­მი­ლი „პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის უფე­ბა­თა დაც­ვის სა­ფარ­ქვეშ ხდე­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და; იგი შე­ი­ცავს პრო­ვო­ცი­რე­ბის ნიშ­ნებს და კონ­ფლიქ­ტში შე­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღი­ა­რე­ბულ ზნე­ობ­რივ ნორ­მებ­თან და მიზ­ნად ისა­ხავს მძი­მე ცოდ­ვის ლე­გა­ლი­ზე­ბას.

ჩვენ პა­ტივს ვცემთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გუ­ლიხ­მობს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მცი­რე ჯგუ­ფის მიერ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის სხვებ­ზე თავ­სმოხ­ვე­ვა ძა­ლა­დო­ბაა და ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ლა­ხავს სხვის, - ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის, უფ­ლე­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და არ­ჩე­ვანს.

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ყო­ველ­თვის ლმო­ბი­ე­რია ცოდ­ვილ­თა მი­მართ, მაგ­რამ არა ცოდ­ვი­სად­მი, ამი­ტო­მაც ვინ­მეს მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი სი­ძულ­ვი­ლი და ძა­ლა­დო­ბა ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ, ასე­ვე, მი­უ­ღე­ბე­ლია ცოდ­ვით თავ­მო­წო­ნე­ბა და სხვებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბა.

ლგბტქ+ „პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აა­ნონ­სე­ბენ ე.წ. „ღირ­სე­ბის მარშს“, რო­მელ­საც ღირ­სე­ბას­თან რე­ა­ლუ­რად კავ­ში­რი არა აქვს. ამით ხდე­ბა ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გამ­რუ­დე­ბა, რაც მკვეთ­რად ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს არას­რულ­წლო­ვან­თა ფსი­ქი­კა­ზე და ლა­ხავს ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს.

აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ლგბტქ+ ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა კი არ ხდე­ბა, არა­მედ ხელი ეწყო­ბა მცი­რე ნა­წი­ლი­სათ­ვის გარ­კვე­უ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბას, ხალ­ხში კი ამ ჯგუ­ფი­სად­მი აგ­რე­სი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჩე­ნას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა იწ­ვევს და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხოს, რომ ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია არ არის ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­როვ­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის და მათი რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის უარ­მყო­ფე­ლი.

ამ და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბა­თა გამო მივ­მარ­თავთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ლგბტქ+ სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის 30 წევრ პარ­ლა­მენ­ტარს და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლებს და ვთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვონ "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მხარ­და­ჭე­რი­სა და მათი წა­ხა­ლი­სე­ბი­სა­გან.

მივ­მარ­თავთ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სონ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, იმოქ­მე­დონ სა­ხელ­მწი­ფო სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და აა­რი­დონ ქვე­ყა­ნას დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, - გარ­და­უ­ვა­ლი შფო­თი”, -აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.