რა ნივთიერებები სჭირდება ჩვენს ორგანიზმს იმუნიტეტის გასაძლიერებლად? რომელი პროდუქტები დაგვეხმარება C ვიტამინის ათვისებაში?
რა უნდა გავითვალისწინოთ სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობისთვის? ამ თემებზე ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში გადაცემა „პირად ექიმში“ საუბრობს.
„გვჭირდება E და A ვიტამინი. A ვიტამინი კვერცხის გულშია, E ვიტამინი მცენარეულ პროდუქტებში, მაგალითად, სიმინდში, სიმინდის ზეთში, მცენარეულ ზეთებში.
შეიძლება რამდენიმე პროდუქტის კომბინაცია გამოიყენოთ. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ფრინველის ხორცში ტრიფტოფანია, რომელიც სეროტონინად გარდაიქმნება, ადამიანის გუნება-განწყობისთვის, დღეს, პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია.
B ჯგუფის ვიტამინებით უზრუნველყოფა ნერვული სისტემისთვისაც და სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციისათვისაა მნიშვნელოვანი.
განსაკუთრებით საყურადღებოა C ვიტამინის როლი კოლაგენის წარმოქმნაში. სისხლძარღვს სწორედ დამყოლი კოლაგენი სჭირდება და მისი მდგრადობა დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სტატუსისთვის რკინის შეთვისების გაძლიერება, რაც ძალიან სჭირდება უჯრედების ჟანგბადით უზრუნველყოფას.
ამ ყველაფერში მთავარი მოთამაშე C ვიტამინია. ის ანტიოქსიდანტია, გვეხმარება რკინის შეთვისებაში, კოლაგენის წარმოქმნასა და სისხლძარღვის კედლის დაცვაში. აქ შემოდის ასკორბინის მჟავა, რომელიც სისხლის სიბლანტეზე ახდენს გავლენას.
სეოზნურად, ახლა, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ციტრუსები შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, ფორთოხალი და გრეიფრუტი.
გრეიფრუტის წვენი წამალთან კომბინაციაში საყურადღებოა, იმიტომ, რომ განსაკუთრებით აძლიერებს ამა თუ იმ წამლის დოზირების ეფექტს, თითქოს იმაზე მეტი წამალი დაგვილევია, ვიდრე სინამდვილეში, თუ ამ კომბინაციას კრიტიკულად არ შევაფასებთ და სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფორთოხლის წვენზეც. რაც შეეხება ლიმონს, თუ თქვენ დაჭრილი ლიმონი დიდხანს გაქვთ პირდაპირი სხივების ზემოქმედებისას, ღია სივრცეში, ასევე, დაჭრილი დიდხანს დააყოვნეთ მაცივარში ან მდუღარე წყალში ჩააგდეთ, მაშინ მასში C ვიტამინის რაოდენობა მინიმალურია.
ფეიხოა ამ სეზონზე C ვიტამინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონე ადამიანებისათვის, ვისაც ამ ჯგუფის პროდუქტების მიმართ აუტანლობა არ აქვთ, კივი, ფეიხოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია“,- ამბობს მალაზონია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ