
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფანჯრიდან პაციენტი გადახტა. ამ ეტაპზე პაციენტის გადახტომის მიზეზი უცნობია.
„ძალიან კარგად იყო, ხვალ უნდა გაგვეწერა ბინაზე. ანალიზები, ყველაფერი კარგი ჰქონდა. გაუგებრობა, რომ არ მოხდეს ფანჯრებზე სახელურები მომძვრალი გვაქვს, რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.