გიორგი ფხალაძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც ისანში, ცესკოს შენობასთან დააკავეს. დღეს მას 3-დღიანი პატიმპრობა მიესაჯა.
„173-ე და 166-ე მუხლებით გაგვასამართლეს, 5 პირს მოგვისაჯეს 3-დღიანი პატიმრობა, 1 პირს - 5-დღიანი. ახლა სამინისტროსთან ვარ, სავარაუდოდ, აქვე დამაკავებენ“, - უთხრა დაიჯესტს გიორგიმ.
რას ითვალისწინებს 173-ე მუხლი?
„მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“