Digest Logo

„სავარაუდოდ, ერთი ცხედარია ნაპოვნი“ - გომელაური ბათუმის შემთხვევაზე

1633720736
გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

იგი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2 ადამიანია გადარჩენილი და ნანგრევებში უნდა იმყოფებოდნენ ბავშვებიც.

მინისტრის განმარტებით, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პარალელურად კი მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.