ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გულისხმობს.
აგრეთვე, უწყებამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ განიხილება ნარკოტიკების მოხმარება და ზედოზირება.
მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე იმყოფება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, უწყებამ შექმნა ამბავი იმის შესახებ, რომ ლაშქარავა „კაიფში გაიპარა.
„კაიფში კი არა თქვენ გაიპარებით ამ ქვეყნიდან, თქვე ნაბი#ვრებო“, - ამბობს გვარამია.
აგრეთვე, მისი ინფორმაციით, რუსთაველზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.