Digest Logo

შუშანაშვილი „ქურდად კურთხევას“ ჰპირდება ყველას, ვინც ხელს დამარტყამს - სააკაშვილი

1602402754
ექს პრეზიდენტი და შუშანაშვილი

დღეს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში, კერძოდ ათენში ქართველ ემიგრანტებს ხვდება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდები აპირებენ ჩაშალონ სააკაშვილის შეხვედრა. მათივე თქმით, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენელმა ლაშა შუშანაშვილმა 200-მდე პროვოკატორი შეკრიბა.

„რა თქმა უნდა ამის გამო შეხვედრას არ ჩავშლი და ემიგრანტებთან ვიზიტი იქნება უმაღლესი დონის. „ქართული ოცნება“ დაუკავშირდა „ქურდებს“, რათა ჩემი შეხვედრა ჩაშალონ. შუშანაშვილმა დაავალა, რომ თუკი ვინმე ფიზიკურად შემეხება, ხელს გამარტყამს, „ქურდად აკურთხებს.“ მე მაგათი არ მეშინია, ეტყობა რაღაც გამიკეთებია, რადგან კრიმინალების ამხელა სიძულვილი დავიმსახურე,“ - ამბობს სააკაშვილი.