Digest Logo

🎥 სიღნაღის მერის გამართულ სუფრაზე „მთავარის“, „ფორმულასა“ და „იმედის“ ჟურნალისტები ქეიფობენ - მოროშკინა

1607251344
ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სიღნაღში მაჰათმა განდის 150 წლის იუბილეს აღნიშნავდა, „ხალხის ფულით“.

მათივე სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სიღნაღის მერია მსგავს ღონისძიებებს „ხალხის ფულით“ აკეთებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „xnews.ge“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია, მოროშკინამ უარყო და ტელეკომპანიას უჩივლა.

აგრეთვე ჟურნალისტმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „ფორმულას“ „ტვ პირველისა“ და „იმედის“ ჟურნალისტები ერთად ქეიფობენ სიღნაღის მერის მიერ გამართულ სუფრაზე. ამ დროს ტარებაში კი თავად მოროშკინა არ იმყოფებოდა.