დადიანებში გამართულმა საშობაო მეჯლისმა მთელი საქართველო მოიცვა.
მსახიობი, ანკა ვასაძე ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაც იქ ნახა, ეს სრული საოცრებაა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი იყო, მაინც დიდი სიამოვნება მიიღო ნანახით.
„ასეთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება, რაც ამ მეჯლისმა მომიტანა, კარგა ხანია, არ მიმიღია. ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე. მთელი ღამე გადაღებაში ისე გავატარეთ, რომ საერთოდ არ შევუწუხებივარ არც ყინვას, არც უძილობას და არც დაღლას…
ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ცეკვები დადიანების სასახლეში გვქონდა. გარეთ ვისაც მოუწია ცეკვამ, ძირითადად, პროფესიონალ მოცეკვავეებს, ბევრი რამის ატანა მოუხდათ. 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული, მაგრამ როგორც კი გონზე მოდიოდნენ, ცეკვას ითხოვდნენ, რადგან ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სილამაზით…", - ამბობს ანა ვასაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს
🔵ოთოს და ჯულიანას ზღაპრული საახალწლო ნომერი - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები
წყარო: itar.ge