Digest Logo

სწავლა მხოლოდ რამდენიმე საბავშვო ბაღში არ განახლდა

1602483607
საბავშვო ბაღი

დღეიდან, 12 ოქტომბრიდან თბილისის საბავშვო ბაღებში, გარდა 3 ბაღისა სააღმრზდელო პროცესი განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობილია, რომ თბილისის 3 ბაღში სწავლა არ განახლდება, რადგან ამის მიზეზად პერსონალის კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტი ან კოვიდინფიცირება სახელდება. ეს ბაღებია: 36-ე 53-ე, 89-ე და 99-ე.

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დღეს აჭარის რეგიონსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე განისაზღვრა ბაგა-ბაღში ბავშვის მიყვანისა და გაყვანის წესი. დაწესებულების შესასვლელთან თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ ბავშვებს, მშობლებს და პერსონალს, ასევე ბავშვების გარდა პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა და ა.შ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.