აღნიშნული ინიციატივა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.
იმაზე თუ როდის შეიძლება ამ ინიციატივის კანონად ქცევა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ ისაუბრა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სრული მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ კანონს თუ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს - როგორც თამბაქოს მოხმარებას, ისე პასიურ მოხმარებას. მეტიც, ცენტრი მუშაობს ამ კანონებზე. გამოკვლევაც გვაქვს ჩატარებული და მათ შორის მწეველი მოსახლეობაც მომხრეა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება. ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტიც ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჯეროვნად აღსრულდეს,“-განაცხადა სტურუამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია
„ოთხმა ძმაკაცმა გადავწყვიტეთ რომ შეყვარებულების ყოლის დრო იყო და“... - უსაყვარლესი ისტორია
„დღისით +37°“ - 3 ივლისის ამინდის პროგნოზი
წყარო: www.bpn.ge