Digest Logo

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

1627111537
თამთა

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც ტვ „პირველის“ ჟურნალისტები ნებართვის გარეშე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

„პრემიერმინისტრის ოჯახისა და შვილების ემოციურ ძალადობაზე ვითხოვ მთელი დღეა რეაგირებას. მოვნიშნე, „გადავნიშნე“ შემოვულაწუნე“ მაგრამ, რად გინდა?! ამოიღო ხმა და ზოგადი ტექსტით შემოიფარგლა. ასე მოიხადა ვალი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არცერთი კონკრეტული სიტყვა საკითხის ირგვლივ. ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“ ვალი მოხდილი გაქვთ. უკვე გვიანია და მშვიდად იძინეთ!” - წერს facebook-ზე თამთა მეგრელიშვილი.