Digest Logo

თამთა მეგრელიშვილი ზურაბ აზარაშვილზე: კარგი სამუშაო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ის საჭირო კადრი და ძლიერი მენეჯერია

1640597494
საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი

„პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ამ პოზიციაზე ზურაბ აზარაშვილი საკუთარი გამოცდილებითა და საჭირო კომპეტენციით შეირჩა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას.

მეგრელიშვილის შეფასებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ძლიერი მენეჯერი და საჭირო კადრია:

კარგი სამუშაო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ის საჭირო კადრი და ძლიერი მენეჯერია. იკავებდა რა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას, მაგალითად: ბოლო პერიოდში იყო „დელტას“ და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი.

დღეს ჯანდაცვა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, covid 19 დასამარცხებელია, ამას გარდა არის შიდა სისტემური მართვის პრობლემებიც რომელიც სათანადო და დროულ რეაგირებას მოითხოვს. წარმატებებს ვუსურვებ ზურაბ აზარაშვილს, იმედია ის მთელ თავის რესურსს სწორად წარმართავს და არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას მოახმარს.

P.S. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საიდ ჯავიდი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე იყო ფინანსთა მინისტრი, შს მინისტრი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მდივანი, ბიზნესის და ინოვაციების საკითხებში სახელმწიფო მდივანი და, ასევე, იყო კულტურის და სპორტის მდივანი. კითხვაზე - ჯანდაცვის სფეროში გაამართლებს თუ არა მენეჯერი ზურაბ აზარაშვილის სახით, ფაქტია, ამგვარი პრაქტიკა ამართლებს. წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ბატონ ზურაბს!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.