დედაქალაქის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ „ღამის შოუ სტუდიასთან“ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების საგანია „საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და აქსესუარების, საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმების თანმდევი მომსახურება“.
ხელშეკრულება ითვალისწინებს არსებული ნაძვის ხის ტოტების (83 ცალი) გადაკეთებას ახალ ზომებზე, ახალი 139 ცალი ტოტის დამზადებას, 215 ცალი 70-ნათურიანი, 21 მეტრი სიგრძის გირლიანდის შეძენას, რკინის კონსტრუქციების მუქ მწვანე ფრად შეღებვას და ა.შ. საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმებაზე გათვალისწინებულია 103 850 ლარი.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დამატებით კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ
წყარო: publika.ge