Digest Logo

„თითებიც აღარ მეყოფა, იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს" - გიორგი ღოღობერიძე

1624999911
გიორგი ღოღობერიძე

"როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თითებიც აღარ მეყოფა იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს", - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების განათლება, რადგან ყველაზე ხშირი კონტაქტი ბავშვთან მათ აქვთ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი აქცენტი გაკეთდეს სწორედ ოჯახის წევრების განათლებაზე, იმიტომ, რომ ყველაზე ხშირი კონტაქტი ბავშვთან ოჯახის წევრებს აქვთ. ბავშვების რეაბილიტაცია არის საკმაოდ რთული, ამიტომაცაა, რომ ჩვენ პრევენციაზე ვმუშაობთ და პრევენცია გვინდა.

როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი, თითებიც აღარ მეყოფა იმდენი გართულება შეიძლება მოჰყვეს. დაწყებული დეპრესია, შეიძლება იყოს შფოთვები, დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, ძილის და მადის დარღვევები, დისოციაცია, პოსტტრავმული სტრესული დაავადება და შიზოფრენიის გარდა შეიძლება ნებისმიერი რაღაც იყოს გართულების სახით. ასეთი რაღაცების მართვა საკმაოდ რთულია. აქედან გამოსვლას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 50%-დან 80%-მდე, ანუ 10-დან შეიძლება 8 ბავშვს ჰქონდეს მსგავსი მოვლენები დარჩენილი წლების განმავლობაში," - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.