Digest Logo

თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

1633070794
ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, ახლა ბათუმში იმყოფება, სულ მალე კი თბილისში იქნება.

„აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, რაც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს... ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას.

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: „ისე მენატრებოდა აქაურობა... ეს არის ჩემი ბათუმი...“ - სააკაშვილი ბათუმში იმყოფება?

🔵„დილა მშვიდობისა... უკვე 8 წლის შემდეგ საქართველოდან...“ - სააკაშვილი საქართველოშია?

🔵სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადება

წყარო: mtavari.tv