Digest Logo

„ტორპედო“ აუქციონზე იყიდება

1628180619
ქუთაისის ტორპეტო

ქუთაისის „ტორპედო“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ობიექტის საწყისი ფასი 567 017 ლარია, ხოლო აუქციონი 19 აგვისტოს დასრულდება.

რაც შეეხება საპრივატიზაციო პირობებს, მყიდველი ვალდებულია: შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 ლარის ინვესტიცია.

გარდა ამისა, მყიდველი ვალდებულია მართოს შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

დეტალები აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე.