გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ, 31 იანვარს, +11 გრადუსი იქნება, 1 თებერვალს კი დღის განმავლობაში +12, ღამე კი -5 გრადუსი იქნება. 2 თებერვალს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე +5 18 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, +4 -16 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +14 გრადუსამდე მოიმატებს, 1 თებერვალს დღის განმავლობაში +13, ღამე კი -5 გრადუსი იქნება. 2 თებერვალს კი დღისით +13, ხოლო ღამით +1 გრადუსია. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე +11 -3 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -15 -7.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა