გორში კაცმა ტყუპისცალი ძმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე ღამეს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.