Digest Logo

ცნობილია, როდიდან განაახლებს საქართველოს რკინიგზა მგზავრების გადაყვანებს

1607665192
მატარებელი

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან არის შესაძლებელი. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

„ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: http://onelink.to/c6dnm8, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge, www.biletebi.ge, www.matarebeli.ge

შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია საქარველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.