Digest Logo

ცნობილია, როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

1607456841
ფულადი დახმარებააა

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ბათუმებელი“ აქვეყნებს.

 

აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.

სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფონზე შეიმუშავა.

გარდა აღნიშნული შშმ პირებისა, ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ დასაქმებულები და თვითდასაქმებულებთა ნაწილი, რომელთაც 28 ნოემბრიდან მუშაობა შეეზღუდათ.