Digest Logo

უახლოეს დღეებში საქართველოში 40 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი

1628230443
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

6-7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

ასევე დაგაინტერესებთ👇

6 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

თბილისის უბნები, რომლებსაც 6 აგვისტოს ელექტროენერგია შეეზღუდება

გენო პეტრიაშვილი ფინალში ამერიკელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება