გუშინ, 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების ნაწილი „ტოტალურ გაყალბებად“, „არჩევანის უფლების წართმევად“ და „თავზე დახეულ არჩევნებად“ აფასებს. ამის დასტურად კი არასწორად ან არსრულყოფილად შევსებული ოქმები მოჰყავთ, რომელთაც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
გთავაზობთ, მაგალითს.
ამ ოქმის მიხედვით, უბანზე, სადაც 36 ადამიანი მივიდა, „ქართულ ოცნებას“ ხმა 48 ამომრჩეველმა მისცა.