ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია რელიგიურ შინაარსს არ ატარებს და მისი გაკეთება ყველამ ექიმთან კონსულტაციის შედეგად უნდა გადაწყვიტოს.
„უწმინდესმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა და მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ ძალიან მკაცრად დაიცვას რეგულაციები. ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა, ერთადერთი რელიგიური შინაარსის ისაა რომ არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის და არც აუცრელობის. ზიარებასთან ამას კავშირი არ ექნება, ეს უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა მოქალაქემ პირადად ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ვაქცინაციის დემონიზაცია ესაა სრულებით მიუღებელი და ყოველგვარი მცდელობა იმის, რომ ვაქცინაში რაიმე ისეთი ეშმაკისეული ჩავტენოთ შიგნით შინაარსი რაც არ არის. სამედიცინო შინაარსის თემაა, ასე რომ ყველა ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს აიცრება თუ არ აიცრება. ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია მთელ მსოფლიოში და თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს არ მიმაჩნია გამართლებურად“, – ამბობს მეუფე.
ასევე დაგაინტერესებთ👇