ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგების დროს მსოფლიოში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს. ამბობს, რომ პანდემიას ყველა სახელმწიფო სხვადასხვა გზებით ებრძვის.
„ჩვენი საქციელით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამას, გარდაიცვალა. კორონავირუსს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ერთი რაღაც არ არსებობს, რითაც უნდა ვებრძოლოთ. ზოგი ვირუსს აცრით ებრძვის, ზოგი დაავადების გადატანით. ჯერ ბოლომდე არც ვიცით რა დაავადებაა. ძველად თუ იყო დაავადებები – ყვავილზე და ტუბერკულიოზე ვიცრებოდით ერთხელ, ახლა ორჯერ ავიცერით ხომ, იმ ქვეყნებში სადაც დიდი ფული ჰქონდათ, კიდევ მიდის აცრები, ზოგან მესამე აცრაც ხდება საჭირო. შეიძლება მეოთხე, მეხუთეც გახდეს. ზოგი ასე ებრძვის, ზოგი ისე. როგორც ბერისთვის, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ზედმეტად ვიბან და არც ასე. სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. როდესაც ან პანდემიაა ან დიდი ომებია ან კლიმატური ცვლილებებია კაცობრიობაც გადაეწყობა ხოლმე და ჩვენს გენებს ბუნებრივად ახალი შესაძლებლობები ეძლევა, რომ იმ პირობებში არათუ არსებობა შეძლონ, არამედ გამარჯვებით გამოვიდნენ. პროგრესიც დიდია ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდიც უნდა გავიაროთ. ეს არის მსოფლიო ომები თუ პანდემიები,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი დუმილს არღვევს
„ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გთხოვთ, აიცერით! “ - ნანა გეგეჭკორი მოქალაქეებს მიმართავს