Digest Logo

ვაქცინირებულები ბლუთუზს იჭერენ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ – მამა ანტონი

1623183414
მამა ანტონი

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინით აცრილი მოქალაქეები „ბლუთუზს“ იჭერენ.

დეკანოზი „ტაბულასთან“ ადასტურებს, რომ პოსტი მართლად მას ეკუთვნოდა.

„ეს დაფიქსირებულია ნამდვილად, თქვენც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, ეს საიმედო და ნამდვილი ინფორმაციაა, რომ ბლუთუზს იჭერს აცრილი ადამიანი“, – ამბობს დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე.

წყარო: tabula.ge