Digest Logo

„ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯავად" - მარიამ კუკუნაშვილი

1628413154
მარიამ კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის, NEW LIFE-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი,  ჟურნალ „გზასთან“ მოდის სახლებში ხშირ ვიზიტებზე და გლამურულ ცხოვრებაზე საუბრობს. მისი თქმით, თავად კარლ ლაგერფელდმა დაპატიჟა საკუთარ წვეულებაზე, პარიზში.

„ფართი მოაწყო სახელწოდებით – „კარლიტო“, მეუღლესთან ერთად გახლდით და ძალიან საინტერესო დღე იყო! საერთოდ, ხშირად მეპატიჟებიან მოდის სახლები. ახლახან ვალენტინოს სახლმა მილანში შეზღუდული რაოდენობის ხალხისთვის ჩაატარა ჩვენება და მიწვეული ვიყავი. მოდის სახლების ექსკლუზიური კლიენტი ვარ. ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, რადგან არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯავად. მოდის ინდუსტრია 21-ე საუკუნეში სეზონზე წარმოუდგენლად ბევრ სამოსს უშვებს და მოდაზე ასე ჩაციკვლა ჩემთვის არ არის მიმზიდველი. უფრო გამარტივებულ, ქუჩის სტილზე ვარ გადასული", - ამბობს მარიამ კუკუნაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მარიამი ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ...“ - რამ გამოიწვია თამარ ივერსა და მარიამ კუკუნაშვილს შორის უთანხმოება

მარიამ კუკუნაშვილი ე.წ. „პერედოზით“ სხვა ქვეყნის საავადმყოფოში მოხვდა - რას ჰყვება ცნობილი მილიონერი?

ქალების პრაიდსაც ჩავატარებთ! – მარიამ კუკუნაშვილი