Digest Logo

🎥 VIDEO: „ასე სად დაგაჭირეთ ფეხი, ასეთ კუდზე, რომ ასე ასისინდით და ასვავდით ყველა“ - მეუფე ანტონი

1626295549
მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ოპოზიციურ პარტიებსა და ტელევიზიებს ფეისბუკლაივის მეშვეობით მიმართავს და ამბობს, რომ ამის შემდეგ ასე "ამხელს" ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ წავა.

 

„ასე ჩავრთავ ხოლმე ლაივებს და არც მე დავიღლები თქვენს ლანძღვაში, მხილებაში. ლანძღვით თქვენ ილანძღებით და ყველაფერს მაკადრებთ. ეკლესიას ლანძღავთ. თქვენი სიტყვა, სიტყვის თავისუფლებაა და ჩვენი დისკრიმინაცია. მალადეც თქვენ. როცა გინდათ, გველს ბულბულს დაუძახებთ. რა გინდათ გამაგებინეთ. ასე სად დაგაჭირეთ ფეხი, ასეთ კუდზე, რომ ასე ასისინდით და ასვავდით ყველა. სიმართლე ვთქვი და მოგხვდათ. სიმართლე, რომ არ ყოფილიყო ხომ „გაატარებდით“. მოძალადეებო. მოძალადეები ხართ, აბა ვინ ხართ" – ამბობს ეპისკოპოსი.