ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინწინ მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ გაავრცელა. დღეს კი ხათუნამ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის „ფეისბუკლაივი " ჩართო, სადაც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. დასაწყისში კი ახსენა, რომ ჩართვის სურვილი არ ჰქონდა, რადგან აჯიბადემის საავადმყოფოში წასვლამდე, მის ოჯახს ცუდი რამ შეემთხვა.
„ნამდვილად არ მქონდა არც დიდი სურვილი და არც განწყობა, რომ თქვენთვის ის დიდი სიხარული გამეზიარებინა, რაც მაქვს. წამოსვლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რამე დაემართა, რაზე საუბარიც ახლა არ მინდა. გამოვჯანმრთელდი აბსოლუტურად. ეს ჩართვა იმისთვის გავაკეთე, რომ ვიცი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიმსიმნეს ებრძვის, როგორი ძნელია ამ გზის გავლა და ეს მათთვის სტიმულია", - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი" - გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის