„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა კიდე ყველას ვინც ხათუნაზე ლოცულობდით და გულშემატკივრობდით! “ – დაწერა მომღერალმა ზურა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში. როგორც პოსტიდან ირკვევა ის მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად, აჯიბადემის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გაირკვა რომ ხათუნამ მძიმე სენი დაამარცხა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძეც გამოეხმაურა:
„ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა! ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ“.
ზურას პოსტზე მილოცვები არ წყდება, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხათუნა თავს კარგად გრძნობს და მან მძიმე სენი ნამდვილად დაამარცხა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇