მეუფე იაკობს მრევლი დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს „ფორმულა“ ავრცელებს.
ქალმა, მეუფე იაკობს უთხრა, რომ საპატრიარქო ყარს.
„როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ნაცემია და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები?
ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, რატომ, რისთვის? ხედავთ იმ კადრებში. მოდით და ჩამქოლეთ ახლა", - მიმართა მრევლის წევრმა მეუფე იაკობს.