Digest Logo

video: ის, რაც ვთქვი აისბერგის მცირე ნაწილი იყო - ნინუცა მაყაშვილი

1618949998
ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, „ტვ პირველის“ გადაცემის „შუადღე“ კითხვებს უპასუხა. მან თავისი ხასიათის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და განვლილი ცხოვრების შესახებ დასმულ ზოგად კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუს დასასრულს ტელეწამყვანის კითხვაზე - არის ისეთი რამ, რაც არასდროს გითქვამთ? ნინუცა პასუხობს:ასეთი ერთადერთი იყო და იმაზეც უკვე ვისაუბრე ეთერში. ისიც ერთი დიდი აისბერგის ძალიან მცირე ნაწილი ვთქვი“.

ცნობისთვის, 12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა, 11 წლის წინანდელ ძალადობაზე, საჯაროდ, პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.

ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.